ინტერვიუ ნატალი ოსმანთან

ასევე, მინდა გამოვყო Dior, რომელზეც ვგიჯდები!
რაც შეეხება კოლაბორაციებს, განსაკუთრებული იყო ჩემი პირველი თანამშრომლობა Micheal Kors-თან. ეს იყო 8 წლის წინ, როდესაც მე და მურადი ნიუ იორკში ვიყავით

English version available here

ნატალი ოსმანსა და მის ქმარს, მურადს, წლების განმავლობაში ვა-follow-ებდი. ალბათ თქვენც გინახავთ მათი ულამაზესი მოგზაურობის ფოტოები და #FollowMeTo-ს კადრები, რომელიც პატარა კულტადაც იქცა. რამდენიმე წლის წინ, აღდგომის დღესასწაულის პერიოდში, ისინი თბილისს ესტუმრნენ. მათ გადაღებისთვის ქართველი დიზაინერების სამოსის შერჩევა უნდოდა, თუმა დღესასწაულებთან დაკავშირებით ყველაფერი დახურული დახვდათ. მაშინ მე გამოვიჩინე ინიციატივა მივსულიყავი და მემასპინძლა მათთვის MORE is LOVE-ის შოურუმში (სადაც იმ პერიოდში ვმუშაობდი) და ასე გავიცანი ნატალია. ის ძალიან უშუალო და ლაღი ადამიანი აღმოჩნდა, რომელსაც ასევე საოცარი სტილის შეგრძნება აქვს.


ნატალია მოგზაურობის ინფლუენსერთან ერთად მოდის ერთ-ერთ წამყვან ინფლუენსერად ჩამოყალიბდა, რაც გასაკვირი არ იყო. მისი თანამშრომლობა წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან და მოდის კვირეულების თავგადასავლები შეგძლიათ მის Youtube არხზე ნახოთ. დღეს კი, დიდი სიამოვნებით გიზიარებთ ჩემს ინტერვიუს ნატალიასთან. ისიამოვნეთ!

  • როგორი აღმოჩნდა კარანტინი იმ ადამიანისთვის, რომელიც გამუდმებით მოგზაურობს?

მე და მურადს სახლში ამდენი დრო დიდი ხანია არ გაგვიტარებია, თუმცა ვეცადეთ ეს პეიოდი ჩვენს სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. მე დავიწყე ინსტაგრამზე live ტრანსლაციები საინტერესო ადამიანებთან ერთად. (ეს ვიდეობი შენახულია ჩემს IGTV-ზე და შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი). ჩვენ ასევე ვატარებდით “#FollowMeToHome” კონკურსს ჩვენი გამომწერებისთვის, რომელშიც ისინი #FollowMeTo-ს სტილში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებდნენ და ჩვენ ყველაზე კრეატიულებს საჩუქრებით ვაჯილდოვებდით. ასევე, მომეცა საშუალება მომემზადებინა ჩემი ქმრისთვის გემრიელი საუზმეები და ვახშმები, წამეკითხა წიგნები, მეცეკვა და გადამეღო სახალისო ვიდეობი T3iktok-სთვის.

  • Youtube-ზე, შენი მოდის კვირეულების ვიდეოებში შევამჩნიე, რომ დროის სიმცირის მიუხედავად ყოველთვის პოულობ დროს იოგასთვის. გვითხარი, რა მნიშვნელობა უკავია იოგას შენს ცხოვრებაში?

იოგა, დიდი ხანია, ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მე ვიწყებ ჩემს დღეს იოგათი და დღის განმავლობაშიც ვპოულობ დროს მედიტაციისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის. მაშინაც კი, როდესაც არ მაქვს დრო, ან დაღლილი ვარ (როგორც მოდის კვირეულებზე), მაინც ვშლი იოგას მატს და მინიმუმ 10 წუთი ვვარჯიშობ. ეს ჩემს მენტალურ ბალანსსა და გონების დამშვიდებას ეხმარება.

  • შენი გამოცდილებით, რა არის წარმატების ფორმულა, რომელიც მოგზაურობის/მოდის ინფლუენსერად ჩამოყალიბებაში დაგეხმარა?

შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, თუმცა ფორმულა მარტივია — იყავი ის ვინც ხარ, არ მიბაძო სხვას. შეიძლება შენი შთაგონების წყარო სხვა აღმოჩნდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური გილწრფელობა შეინარჩუნო.

  • შენ უამრავ დიდ საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობ. შეგიძლია გაგვიზიარო თანამშრომლობა, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა შენს გულში?

ასეთი ბევრია, თუმცა როგორც ბრენდი, ჩემი საყვარელია Bulgari. არ ვგულისხმობ რომელიმე თანამშრომლობას, უბრალოდ გულწრფელად მიყვარს ყველაფერი რასაც ეს ბრენდი აკეთებს.
ასევე, მინდა გამოვყო Dior, რომელზეც ვგიჯდები!
რაც შეეხება კოლაბორაციებს, განსაკუთრებული იყო ჩემი პირველი თანამშრომლობა Micheal Kors-თან. ეს იყო 8 წლის წინ, როდესაც მე და მურადი ნიუ იორკში ვიყავით და დიზაინერმა თავად მოგვწერა და შემოგვთავაზა საქველმოქმედო პროექტში “Watch Hunger Stop” მონაწილეობა. კამპანიის ფარგლებში, ყოველა გაყიდული საათით ბრენდი აფრიკაში ბავშვებს 100 საუზმეს უფინანსებდა. კამპანიის სახე ჰოლი ბერი იყო. ჩვენ ფოტოები კი თაომს სქვერის ეკრანებზე აღმოჩნდნენ!

  • რომელია 3 ინფლუენსერი, რომელსაც სიამოვნებით ადევნებ თვალს? და რატო?

საკულტო ფიგურები, რომელსაც მუდმივად ვადევნებ თვალს არიან: ანა ვინტური, ვიქტორია ბექჰემი და ჰადიდების ოჯახი. ბლოგერებიდან უნდა ავღნიშნო ამინა მუადი, რომელმაც საოცარი ფეხსაცმლის ხაზი შექმნა. ასევე, მომწონს ბრაიან იამბაო, ფილიპინელი მოდის ბლოგერი ცნობილი, როგორც @bryanboy. შთაგონებისთვის კი ყოველთვის თვალს ვადევნებ მაქსიმ საპოჟნიკოვს, რომელიც ონლაინ მოდის ჯირნალს @fashiontomax-ს ქმნის.

ძალიან მიყვარს სტილისტი ჯული პელიპას, რომელიც უკრაინული Vogue-ის მოდის რედაქტორია. ძალიან მომწონს მარია მიხაილოვა, რომელიც რუსლი Vogue-ის სოციალური ქრონიკის რედაქტორია. ძალიან ბევრია ასეთი, ამიტომ მხოლოდ 3-ის გამოყოფა მიჭირს 🙂

  • ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით თბილისში და ვიცი, რომ კარგად იცნობ ქართულ ბრენდებს. გყავს ფავორიტი ბრენდები?

ძალიან ბევრი ნივთი მაქვს ქართველი დიზაინერებისგან და ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ მოდის კვირეულებზე დასწრებით. ჩემი საყვარელი ბრენდებია Dots, Lalo, Anouki, Dalood და ასევე მომწონს საინტერესო ნივთები კონცეპტუალური ბრენდი MATERIEL TBILISI-დან.

  • არის რამე სამომავლო პროექტი, რომელიც შეგიძლია ჩემს მკითხველს გაუმხილო?

ბოლო პერიოდში შევქმენი ონლაინ კურის იოგასა და მედიტაციის შესახებ. ეს იმ ადამიანებისთვისაა, ვინც არ იციან საიდან დაიწყონ იოგასთან ურთიერთობა. მე ვაზიარებ ჩემს პირად გამოცდილებას, რომელიც 15 წლის განმავლობაში ტიბეტში, ინდოეთში, სამხეთ ამერიკაში, ჰიმალაისა და ეგვიფტეში დავაგროვე. ასევე, ვასწავლი რიტუალს, რომელიც მე მეხმარება შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში; განვიხილავ ჩემს საყვარელ მინერალურ ქვებს, არომათერაპიას,  საყვარელ წიგნებს და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამაში მთელი ჩემი გამოცდილება და სული ჩავდე.

ინტერვიუ ვანესა ონგთან

პირადად მე ვაგროვებ ძველ Celine-ის ნივთებს, Phoebe Philo-ს პერიოდიდან. მათ, როგორც წესი Vestaire-ზე ან The Real Real-ზე ვპოულობ.

ვანესა რომელ წელს აღმოვაჩინე არ მახსოვს. მგონი, მაშინ ტერმინი ინფლუენსერი არ იხმარებოდა და ინსტაგრამის გარდა ის ონლაინ ბლოგს (Haute Pursuit) უძღვებოდა. ვანესას საიტი ლამაზ look-ებს, ნიუ იორკულ ცხოვრების წესსა და სამაგალითო ბლოგინგს აერთიანებდა. ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ბლოგერების შორის, რომლებმაც მოდის ინდუსტრიაში ახალი ნიშა შექმნეს და თანამედროვე ინფლუენსერებს გაუკვალეს გზა. ვანესა სისტემატიურად თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა Chanel, Bottega Veneta, PRADA და პარალელურად უძღვება პოდქასტების სერიებს სახელად VanessaWantsToKnow.
ვანესა წარსულშიც გამხდარა ჩემი ბლოგის ინსპირაცია, დღეს კი შესაძლებლობა მაქვს ის ჩემი ინტერვიუს მეშვეობით უფრო ახლოს გაგაცნოთ.

  • სამწუხაროდ, ჩვენი დიალოგი COVID-19-სა და მსოფლიო პანდემიას დაემთხვა. შეგიძლია გაუზიარო ჩემს მკითხველს როგორია შენთვის ეს პერიოდი?

ნამდვილად ძალიან უცნაურია ცხოვრობდე ნიუ იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საქმიან ქალაქში და სირენების გარდა არაფრის ხმა გესმოდეს. იზოლაციის დახმარებით გადავაფასე ჩემი პრიორიტეტები როგორც პირად, ისევე კარიერულ ცხოვრებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხს მოსწონს ჩემი ინსტაგრამ-ლაივები, IGTV ვიდეოები და ის მასალა, რომელსაც ეს პერიოდი ვქმნი. ამ ყველაფერს საფუძვლადი ჩემი ცნობისმოყვარეობა და თანადგომის სურვილი უდევს.

იოგა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის ამ პერიოდში. ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ვცდილობ სისტემატიურად გავაკეთო მედიტაციები. ამასთანავე, ჩემი რუტინის შენელება, ნაკლები დროის გატარება ტელეფონის ეკრანთან და მეტი დრო საკითხავად ძალიან დადებითად აისახა ჩემზე.

  • შენმა გამომწერებმა კარგად იციან, რომ მოდური ტრენდების გარდა შენ ისეთ თემებსაც ეხები, როგორებიცაა ეკოლოგია და ეთიკური მოდა. როგორ შეაფასებ ბრენდების მიდგომას იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას პლანეტა?

სიმართლე, რომ გითხრა, ვცდილობ მეტი ოპტიმიზმით ვიფიქრო ამ საკითხზე, თუმცა ზომიერება და მოდა იდეოლოგიურად საკმაოდ მოშორებულია ერთმანეთისგან. მოდის ბრენდის მიზანია შექმნას ახალი კოლექციები, მუდმივად აწარმოოს ახალი სამოსი. მე მიყვარს მოდა, აქტიურად ვარ ამ სფეროში ჩართული, თუმცა ამ ყველაფრის გააზრება ნამდვილად თავს მატკიებს.

იმედი მაქვს, რომ გლობალური პანდემიის დასრულებასთან ერთად მივაგნებთ გამოსავალი და მოდის ბიზნესის კეთების გაუმჯობესებულ გზებს.

  • როგორც მოდის ინფლუენსერს შენ ალბათ ძალიან დიდი გარდერობი გაქვს. როგორ ახერხებ, შენი გარდერობის გონივრული მოცულობის შენარჩუნებას?

პირველ რიგში, ყოველთვის ვცდილობ არ მივიღო საჩუქრები ბრენდებთან თანამშრომლობის დროს. ამის ნაცვლად, მირჩევნია მათხოვონ ის ერთეულები, რომელიც უნდა გადავიღო და შემდეგ უკან დავაბრუნო. ხანდახან ისეც ხდება, რომ მიგზავნიან საჩუქრებს და როგორც წესი, ამ საჩუქრების უმრავლესობას სხვებს ვჩუქნი. კარიერის დასაწყისში ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები მქონდა და ვიცი რამდენს ნიშნავს ასეთ დროს ნივთის საჩუქრად მიღება. შესაბამისად ვცდილობ გავცე იმდენი, რამდენიც შემიძლია.

  • რა აზრის ხარ ვინტაჟსა და მეორად შოპინგზე?

პირადად მე ვაგროვებ ძველ Celine-ის ნივთებს, Phoebe Philo-ს პერიოდიდან. მათ, როგორც წესი Vestaire-ზე ან The Real Real-ზე ვპოულობ. ასევე, მიყვარს ევროპის ვინტაჟური მაღაზიები, მგონია, რომ არჩევანი და ხარისხი იქ ბევრად უკეთესია (ვიდრე ამერიკაში). ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი და მაღაზია კოპენჰაგენში მდებარეობს და ეს Paloma’s Vintage-ია.

  • არის რაიმე ნივთი ან look-ი, რომელსაც სოციალური ცხოვრების აღდგენისთანავე მოირგებ?

ჰმმ.. ალბათ ის Celine-ის ნივთი, რომელსაც განსაკუთრებული შემთხვევისთვის ვინახავ. ნამდვილად საზეიმოდ მინდა ავღნიშნო ამ ყველაფრის დასრულება.

  • შეგიძლია გაგვიზიარო 3 გვერდი, რომელიც შენ შთაგაგონებ?

პირველ რიგში ჩემი მეგობარი და მენტორი @therealphilliplim (ფოლიპი მოდის დიზაინერია, თუმცა მას საუკეთესო კულინარიური Story-ები აქვს და მისი ყოველდღიურობა შთამაგონებელია, როგორც თვითონ ის).
ასევე, საჭმლის სტილისტი @lailacooks (მომწონს ლეილას მიდგომა საკვებისადმი. ის კრეატიულ, ხალისიან და საგანმანათლებლო პოსტებითაა ცნობილი.)
და ბოლოს, ჩემი სახის კოსმეტოლოგი @joannaczechofficial (ჯოანა ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ადამიანია; ასევე 20 წელზე მეტია რაც ამ სფეროში მუშაობს და ძალიან სასარგებლო ხრიკებს აზიარებს)

  • გარდა შენი ინსტაგრამ აქტივობებისა, რომელსაც ყოველდღიურად გვიზიარებ, არის კიდევ რაიმე პროექტი, როემლზეც მუშაობ და შეგიძლია გაგვიზიარო?

დიახ! დაელოდეთ VanessaWantsToKnow ახალ ყოველკვირეულ პოდქასთებს. გპირდებით ბევრ მხიარულებას და მამოტივირებელ საუბრებს კრეატიულ ადამიანებთან. ნამდვილად მოსასმენია!

English version available here

მიკრო-ტრენდი: დიდი საყელო

პოპულარობით ეს ტრენდი ისეთ ინფლუენსერებს შორისაც სარგებლობს, როგორებიც არიან პერნილე ტაისბეკი (ბლოგერი და Social Zoo-ს დამფუძნებელი) და ლეანდრა კოჰენი Man Repeller-ის დამფუძნებელი).

მოდური ტრენდების ნაირსახეობა ყოველ სეზონზე მატულობს, რაც მოდის მოყვარულებისთვის როგორც საინტერესო, ისევე დამაბნეველი შეიძლება იყოს. არის ტრენდები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში კონკრეტულ ამინდს, შესაბამის ფიგურას ან სიტუაციას მოითხოვენ, თუმცა მინდა მოგიყვეთ იმ მიკრო-ტრენდზე, რომელიც თქვენს ყოველდღიურ გარდერობს მარტივად მოერგება.

დიდი (oversized) საყელოების მრავალფეროვნებას უამრავი ბრენდი გვთავაზობს, თუმცა ისინი სტილისტურად განსხვავდება. მაგალითად, GUCCI-მ 70-იანიების წაწვეტებული პერანგის საყელო გამოიყენა, ჩვენ კი მაქმანებიან, ვინტაჟური სტილის საყელოზე ვისაუბრებთ, რომელიც Chanel-მა ბოლო Haut Couture-ის ჩვენებაზე არაერთ ლუქში გამოიყენა. მსგავსი საყელოთი ცნობილია სკანდინავიური ბრენდი GANNI-ც, რომელიც ბოლო წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარობით ეს ტრენდი ისეთ ინფლუენსერებს შორისაც სარგებლობს, როგორებიც არიან პერნილე ტაისბეკი (ბლოგერი და Social Zoo-ს დამფუძნებელი) და ლეანდრა კოჰენი Man Repeller-ის დამფუძნებელი).

https://www.instagram.com/pernilleteisbaek/
https://www.instagram.com/leandramcohen/

როგორ მოვირგოთ ეს მიკრო-ტრენდი?

თუ ფიქრობ, როგორ მოირგო დიდი საყელო ისე, რომ არ გამოიყურებოდე როგორც სკოლის პირველ დღეს, ეს რჩევები ჩემგან:
– ბევრი არ იფიქრო, შენი საყვარელი ჯინსი და კედი ძალიან მოუხდება დიდ საყელოიან ზედას.
– დააბალანსე ეს ნაზი დეტალი შედარებით უხეში ელემენტებით. მაგალითად, სპორტული ან მამაკაცის სტილის შარვლით..
– არ შეუშინდე მსგავს ზედაზე შენი საყვარელი ნაქსოვი სვიტერის ზევიდან ჩაცმას. მთავარია სვიტერის ყელი ისე ჯდებოდეს, რომ მისი ამოტანიება მარტივად შეიძლებოდეს.
– კაბა, რომელსაც მსგავსი საყელო აქვს შეგიძლია რაიმე ტრენდულ ქალურ ფეხსაცმელთან, ან უბრალოდ ბოტასთან ერთად ჩაიცვა.
– არ შუეშინდე აქსესუარებს.

ზოგი ბრენდი საყელოს, როგორც დამოუკიდებელ აქსესუარს გვთავაზობს, რაც მის მორგებას გარდერობში არსებულ ტანსაცმელთან საკმაოდ ამარტივებს. თანაც, ჩვენივე გემოვნებით!

ჩემი ზედა არის ZARA-დან, თუმცა რამდენადაც ვიცი გაყიდვაში აღარ არის. ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე ალტერნატივას როგორც ხელმისაწვდომი, ისე high-end ბრენდებიდან.

Monki (ASOS-ზე)
Monki collar (ASOS-ზე)
Sea Collar
Miumiu (Net a Porter-ზე)
Comme des Garçons (Net a Porter-ზე)
GANNI (Net a Porter-ზე)

დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ ახალ ბლოგებს სტილის, მოდის ტენდენციებისა და სიხალეების შესახებ ქართულ ენაზე. არ დაგავიწყდეთ დააჭიროთ follow-ს ინსტაგრამზე, რომ პირველებმა მიიღოთ ინფორმაცია ახალი ბლოგების შესახებ!

Disclaimer:
We are facing a disturbing reality connected with COVID-19 in Georgia and around the world. It is our duty to follow the restrictions from our doctors and state authorities but, every once in a while, we all need destruction from the stressful info to more lightheaded one, especially in the times of lockdown. I hope my posts will serve you well and we will get to healthy, safe reality soon!